Одноклассники.ru — სოციალური ქსელის ტიპის საიტი, რომელზეც შესაძლებელია მეგობრებისა და თანაკლასელების პოვნა, მათი საკუთარ სიებში დამატება, ონლაინ თამაშების თამაში, სურათების გამოქვეყნება (ასევე მათი შეფასება ხუთბალიანი სისტემით და მათი კომენტირება).
საიტი ამუშავდა 2006 წლის 4 მარტს და წარმოადგენს ამერიკული Classmates.com–ის ანალოგს. საიტი ძირითადად პოპულარულია ყოფილ სსრკს ქვეყნებში. 2013 წლის 1 იანვრის მონაცემებით საიტზე დარეგისტრირებული იყო დაახლოებით 205 მლნ მომხმარებელი.საქართველოში Одноклассники.ru–ს მომხმარებელთა მაქსიმალური რაოდენობა დაფიქსირდა 2009 წელს, როდესაც საიტი Alexa Internet-ის რეიტინგით პირველი იყო საქართველოდან მოხმარებულ საიტებს შორის.2011 წლისთვის Одноклассники.ru–მა კონკურენციის შედეგად ქართული ბაზრის უდიდესი წილი Facebook-თან დაკარგა და 5–ე პოზიციაზე გადაინაცვლა.
როგორც ვხედავთ იგი საუკეთესო სოციალური ქსელების 10-ეულშიც კი აღარაა.
იგი დღესდღეობით შემდეგნაირად გამოიყურება:
No comments:
Post a Comment